მისი შემოქმედების რამოდენიმე ნიმუშს გთავაზობთ..
....................
ადამიათა ცრურწმენა,რომ თარსი რიცხვია ცამეტი.
ფერებს იცვლიან ცისარტყელები და ცა მეტია,ფერებზე მეტი.
მზიან ლოლოებს მოვეფერებით ჩვენს ფანჯრებთან რომ
წასკდათ წვეთი,ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.სიცივემ იკლო
თებერვლის ცამეტს.ჭადარი ტოტებს იფხანს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა მეტს.
მარტი ახლოა,წვიმაზე ახლო.იებიც ადრე მოვიდნენ,ადრე.
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,დღეს მომენატრე.
მთვრალი ვარ.გზებზე ისევ რეტია,ფეხი მე არა,ქუჩას ერევა
შენთან მოვდივარ დღეს ცამეტია,მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა,ღრუბელმა არა,გათოვდა ვაშლი.
ხვალზეგ მაისის ცამეტი მოვა და იასამნის ლოგინსაც გავშლი.
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი.
აგვისტოს ცა მეტს გვპირდება ალერსს,საღამოს მზე მყავს ოსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით,თარს დღეს შევრიგდით რატომღაც
ცამეტს.კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით.მელოტ ოქტომბერს
უთვლიდნენ წამებს. ნოემრის სისხამს დახვრიტეს წვიმით.
დეკემბრის ცამეტს შეგცივდა დილით და ჩვენს ქუჩაზე
ტრამვაის სიმი თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
დღეს შენ მიხვდები რომ იანვრის ცა მეტია ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა, რომ თარსი რიცხვია ცამეტი
.....................
სადმე მიპოვე შენს ოთახში
ჩუმად,ალერსით.
იქნებ კედელზე გაელვებად
გადავიარე.
იქნებ მთვarე ვარ
ვარსკვლავებში ამონალესი,
იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი
სუსტი ნიავი.
კარგად მოძებნე ჩემი თავი
ყველა საგანში,
იქნებ სარკეში დამინახო,
იქნებ თაროზე
და კოცნის გემო მოგივიდეს,
იქნებ მადაში,
თვალებს ფერები გამოსტაცო
საავგაროზე.
მთელი წინა დღის ისტორიას
ყვება მაგიდა
გაშილი ფურცელზე გაფანტული
მშრალი ფრაზებით...
ნუთუ არ მეძებ?ჩემი პოვნა
იქნებ არ გინდა?
მაშინ კარებზე ურდულივით
ჩავირაზები
და არ გაგიშვებ არასოდეს
არცერთ სიზმარში
არცერთ ოცნებას არ დაგაცდი,
რომ იოცნებო.
რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას
დილით ცის მარში?
რომ არ მომძებნო?
არა ამას მე ვერ ავიტან.
გადააქოთე მთელი სახლი
მიპოვე სადმე,
იქნებ წამი ვარ
საათზე რომ უკვე გავიდა,
იქნებ სანთელი სდაცაა
რომ უნდა დადნეს.
სადმე მიპოვე სულერთია,
გინდაც უხეში,
ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად
ამომიყვანო;
მერე ჩამისვი მომეფერ ნაზად უბეში,
იქნებ გაკოცო მოგეხვიო
და შეგიყვარო. http://forum.gol.ge/index.php?showtopic=59993
Designate #Russia as "State Sponsor of Terrorism" in #Ukraine and other counttries #russiaterror #terror
ReplyDeletehttp://goo.gl/IkaYsR
...